ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი თბილისში

საქართველო, თბილისი - 2021-04-07 11:25:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 1,5 მ3 წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.

მძღოლმა ვერ წამოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა დაილუქა, შედგა შესაბამისი აქტი.