აფგან მუხთარლი საქართველოშია

საქართველო, თბილისი - 2021-04-07 10:34:00

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოშია. გავრცელებული ინფორმაციით, ​აფგან მუხთარლი საქართველოში გამთენიისას ჩამოვიდა და ამ დროისათვის თბილისში იმყოფება. 

ის საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ქვეყანაში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც აპირებდა, თუმცა მაშინ თქვა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.