საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის

საქართველო, თბილისი - 2021-04-06 15:49:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადადის. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

აღნიშნული პროცესის პარალელურად, პრეზიდენტი PCR ტესტს არსებული პროტოკოლის შესაბამისად იკეთებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.