იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის ფარგლებში დამატებითი განცხადებების მიღებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 2021-04-06 11:52:00

იუსტიციის უმაღლესი  საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის ფარგლებში დამატებითი განცხადებების მიღებას იწყებს.

საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით  რეგისტრაცია ელექტრონული ფორმით განხორციელდება 2021 წლის 6 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ახალი განცხადებების მიღება შესაძლებელია ჯამში თერთმეტ ვაკანსიაზე.