გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ

საქართველო, თბილისი - 2021-04-06 10:11:00

გურამ დოჩანაშვილს დღეს დაკრძალავენ. ქართველი მწერლის ცხედარი სამების ტაძარში გუშინ დაასვენეს, სადაც დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.

მწერალს, მისივე სურვილით, საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალავენ.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის "ნიუ ჰოსპიტალში" იყო მოთავსებული.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა. გურამ დოჩანაშვილის გამორჩეული ნაწარმოებებია - „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები“, "თავფარავნელი ჭაბუკი", "ლოდი ნასაყდრალი" .