ოზურგეთში დედა და 2 შვილი ავარიაში მოყვა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2021-04-05 12:29:00

ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა "ჰიუნდაის" ფირმის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს ბოძს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად მძღოლი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ბავშვები კი ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" არიან გადაყვანილები. მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.