კოსოვოს პარლამენტმა პრეზიდენტად ვიოსა ოსმანი აირჩია

საქართველო, თბილისი - 2021-04-05 10:11:00

კოსოვოს პარლამენტმა პრეზიდენტად 38 წლის იურისტი, მმართველი პარტია "თვითგამორკვევის" კანდიდატი ვიოსა ოსმანი აირჩია.

ოსმანის კანდიდატურას 120-წევრიანი პარლამენტის 71-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს ოსმანის არჩევა და განაცხადეს, რომ მყიფე დემოკრატიის ქვეყენაში არ არის მისასალმებელი, როდესაც უმაღლესი თანამდებობები (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის სპიკერი) მმართველი პარტიის წევრებს უჭირავთ.

ვიოსა ოსმანი 1982 წელს დაიბადა. იურიდიული განათლება მიიღო კოსოვოში, პრიშტინის უნივერსიტეტში. მოგვიანებით, სწავლა განაგრძო შეერთებულ შტატებში, პიტსბურგის უნივერსიტეტში, სადაც დოქტორის ხარისხი მიიღო.