ტირიფონის სარწყავ სისტემაზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა

საქართველო, თბილისი - 2021-04-05 09:58:00

შპს "საქართველოს მელიორაცია" რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. 

ამჯერად სარემონტო სამუშაოები შიდა ქართლში ტირიფონის სარწყავ სისტემაზე დასრულდა. 

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთისა და თერგვისის მონაკვეთებზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური არხის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. 

ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 2500 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს. 

აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ ტირძნისის, მეღვრიკისის, ბროწლეთის, ტყვიავის, ფლავის, ფლავისმანის, მეჯვრისხევის, ზერტის, აძვის, ახალუბნისა და ჯარიაშენის მოსახლეობა ისარგებლებს.