ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზაზე კლდის ჩამოშლის გამო, საავტომობილო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა

საქართველო, თბილისი - 2021-04-04 19:45:00

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის კლდის ჩამოშლის გამო საგზაო მიმოსვლა ორმხრივად ჩაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ქუთაისი-ალპანა-მამისონის 105-ე და 106-ე კილომეტრებს შორის ჩამოიშალა დიდი მოცულობის კლდე. ჯერჯერობით საგზაო მიმოსვლა ორმხრივად დაკეტილია, მიმდინარეობს ადგილზე ტექნიკის მობილიზება.

მიმოსვლა შესაძლებელია შარდომეთი-ახალი ჩორდი-ზუდალის გავლით“,- აღნიშნულია ონის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.