სამების საკათედრო ტაძარში გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2021-04-04 16:48:00

სამების საკათედრო ტაძარში გურამ დოჩანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში გასტანს.

სახელგანთქმული ქართველი მწერალი 82 წლის ასაკში გუშინ, 3 აპრილს გარდაიცვალა. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, გურამ დოჩანაშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში კლინიკაში იმყოფებოდა.

გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ.