ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 2021-04-03 23:58:00

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ერთ-ერთ ატრაქციონზე ხანძარი გაჩნდა.

„შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი ნახევრადღია ატრაქციონს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროულად ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20-მდე მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.