საქართველოში COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2021-03-29 10:55:00

ბოლო 24 საათში, საქართველოში COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელების დღიდან საქართველოში COVID-19-ს სულ 3 765 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 382 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 14 298 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 547, პისიარტესტით – 5 751.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,2%, ბოლო 14 დღის – 1,66%, ბოლო 7 დღის – 1,6%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 280 472 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 272 601 გამოჯანმრთელდა, 3 765 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 276, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 653 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 200 პირი.