რომან გოცირიძე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

საქართველო, თბილისი - 2021-03-28 11:46:00

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა.

"მქონდა არჩევანი "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის. სპეციალურად ავიცერი ასტრაზენეკათი. გასაგები მიზეზების გამო.

რა მნიშვნელობა აქვს რომლით აიცრი, როცა ორივე კარგია?" - წერს რომან გოცირიძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე.