თბილისში მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 2021-03-26 14:01:00

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებარე კორპუსის მე-40 სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.