ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს COVID-19 დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 2021-03-26 12:03:00

ბათუმის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარს COVID-19 დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულია კიდევ რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ეკლესიაში მსახურობდნენ. ამ ეტაპზე ეკლესიის ჭიშკარი დაკეტილია და ეკლესიაში მრევლი არ იმყოფება. 

"ჩვენს ტაძარში გართულებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, შაბათს საღამოს ლოცვამდე წმ. ნიკოლოზის ტაძარი იქნება დაკეტილი. ჩატარდება დეზინფექცია", - აღნიშნულია ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარის facebook-ის გვერდზე.