ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული ზონა გამოვლინდა - საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 2021-03-25 18:18:00

თბილისის მერიის განცხადებით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება.

"თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება. 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. 

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფოტო: არქივი