ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 2021-03-25 17:05:00

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 25 მარტის №119 ბრძანებით, მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 19 მაისამდე ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდები ჩატარდება.

საკვალიფიკაციო გამოცდა იუსტიციის სასწავლო ცენტრში ორ ეტაპად გაიმართება.

პირველი ეტაპი ზოგად უნარ-ჩვევებს მოიცავს (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები), მეორე ეტაპი კი − პროფესიულ ტესტირებას.

საგამოცდო თემატიკა და წარსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე.