ზუგდიდში სამგზავრო მატარებელი მანქანას დაეჯახა - დაშავებულია ახალგაზრდა ქალი

საქართველო, თბილისი - 2021-03-24 13:47:00

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ზუგდიდში მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ზუგდიდის საკრებულოს წევრი მართავდა. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. 

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და პოლიცია.