თსუ-ში წიგნის _ "იურიდიული კაზუსის ამოხსნის მეთოდი" _ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2009-11-17 10:19:00

დღეს, 17 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სანდრა ჰენცშელის წიგნის _ "იურიდიული კაზუსის ამოხსნის მეთოდი" _ პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც თსუ-ში აცხადებენ, სანდრა ჰენცშელი საჯარო ლექციას ჩაატარებს, რომლის ორგანიზატორები კიოლნის უნივერსიტეტის LLM პროგრამის წარმომადგენლობა და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებაა.