Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა

საქართველო, თბილისი - 2021-03-23 15:35:00

Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ხვალ შემოვა. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ხვალვე მოხდება მისი ტრანსპორტირება დაავადებათა კონტროლის ცენტრში და შემდეგ გადანაწილდება ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ამჟამად ვაქცინაცია მიმდინარეობს. 

Pfizer-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც იმუნიზაციის საბჭომ დაუშვა.