ეკატერინე ტიკარაძე "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა

საქართველო, თბილისი - 2021-03-23 15:03:00

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაცია საჩხერის სამდიცინო ცენტრში საჯაროდ ჩაიტარა. 

22 მარტის ოფიციალური მონაცემებით, "კოვიდ-19-ის" საწინააღმდეგო ვაქცინით, საქართველოში ჯანდაცვის სექტორის 3 843 წარმომადგენელია აცრილი. 

COVAX-ის პლატფორმის საშუალებით საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია 43 200 დოზა 13 მარტს შემოვიდა.