ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრში დღეს აიცრება

საქართველო, თბილისი - 2021-03-23 12:04:00

23 მარტს, 14:30 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრება და სამედიცინო პერსონალს შეხვდება.

23 მარტს, 17:30 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე  ქუთაისში კლინიკა „ლჯ-ის" სამედიცინო პერსონალს შეხვდება 

თემა: ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის ჩართულობა.