COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა ჯანდაცვის სფეროს 3 843 თანამშრომელი

საქართველო, თბილისი - 2021-03-22 13:25:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა ჯანდაცვის სფეროს 3843 თანამშრომელი.

ვაქცინაციის მსურველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უნდა დარეგისტრირდნენ პორტალზე booking.moh.gov.ge.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების ვაქცინაცია მიმდინარეობს.