თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი სპეციალისტები მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ

საქართველო, თბილისი - 2021-03-22 13:16:00

თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი ინჟინერ-გეოლოგები მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე  მეწყრულ ზონაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე სწავლობენ. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი.  

თბილისის მერია ოპერატიულად უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას საკითხის შესწავლისა და კვლევის თითოეული ეტაპის თაობაზე.