COVID-ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს 3 674 თანამშრომელი აიცრა

საქართველო, თბილისი - 2021-03-20 13:41:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა ჯანდაცვის სფეროს 3 674 თანამშრომელი.

20 მარტის მონაცემებით, პორტალზე booking.moh.gov.ge რეგისტრირებულია ჯანდაცვის სექტორის 5250 მუშაკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში COVID-ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებიც ვაქცინაცია ხდება.