გამორიცხული არ არის, რომ საქმე გვქონდეს არა ანაფილაქსიურ შოკთან არამედ COVID-გადატანილ ადამიანთან - გიორგი ჩალაძე

საქართველო, თბილისი - 2021-03-19 13:53:00

გამორიცხული არ არის, რომ საქმე გვქონდეს არა ანაფილაქსიურ შოკთან არამედ COVID-გადატანილ ადამიანთან - გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის თანამდამფუძნებელი გიორგი ჩალაძე 27 წლის ექთნის გარდაცვალებას ეხმიანება.

როგორც გენეტიკის ლაბორატორიის თანადამფუძნებელი გიორგი ჩალაძე განმარტავს ვითარება ძალიან ჰგავს COVID-გადატანილი პაციენტის მდგომარეობას. თუ პაციენტს სისხლში აქვს ანტისხეულები, მისთვის 6 თვის განმავლობაში აცრის გაკეთება არ შეიძლებოდა.

"ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და დოკუმენტებში ჩავიხედოთ და შევამოწმოთ სისხლი. ბევრი კითხვა არის: თუ სწორად იყო მართული შოკური თერაპია, თუ სწორად იყო მართული ალერგიული პროცესი, თუ სწორად იყო მართული ყველაფერი - მე გუშინ ჩემი თვალით შევამოწმე კონკრეტულად ამ კლინიკაში ყველაფერი ზედმიწევნით იყო შესრულებული - გვრჩება ერთი: იყო თუ არა ეს ანაფილაქსიური შოკი, ან ხომ არ იყო სხვა რამ. 

სხვა რამ შეიძლება იყოს გადატანილი COVID-19 ან რაიმე სხვა თანმდევი დაავადება. ამ ქალბატონს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა, ამიტომ ახლა სასწრაფო წესითაა გასარკვევი ხომ არ ჰქონდა ამ ქალბატონს გადატანილი COVID-ი და სისხლში ხომ არ აღენიშნება ანტისხეულები", აცხადებს ჩალაძე.

ახალგაზრდა მედიკოსს გული გაუჩერდა, ექიმებმა მისი გადრჩენა ვეღარ შეძლეს.

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა. ექთანი გუშინვე გადმოიყვანეს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.