ბიძინა კულუმბეგოვი ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრა

საქართველო, თბილისი - 2021-03-17 17:31:00

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ბიძინა კულუმბეგოვმა "ასტრაზენეკას" ვაქცინა იაშვილის კლინიკაში საჯაროდ გაიკეთა.

"ამით ჩემთვის პანდემია დასრულებულია,"- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

საქართველოში "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მესამე დღეა მიმდინარეობს. სულ ამ ეტაპზე აცრილია 2 307 პირი.