სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს ასტრაზენეკას ვაქცინით აიცრება

საქართველო, თბილისი - 2021-03-16 16:23:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის გვერდზე „ფეისბუქში“.