საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველო, თბილისი - 2021-03-15 19:47:00

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 19:25 საათზე დაფიქსირდა.

როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონთან დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.6 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.