თბილისში შაურმით 9 ადამიანი მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 2021-03-15 13:29:00

თბილისში შაურმით 9 ადაიანი მოიწამლა. გავრცელებული ცნობით, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

მოწამლულები ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. ისინი ამბობენ, რომ მოწამვლის მიზეზი საშაურმე "რეტროში" შეძენილი პროდუქცია გახდა.

საშაურმეში უკვე შევიდა სურსათის უვნებლობის სამსახურში.

ბოჭორიშვილის კლინიკის ინფორმაციით, მოწამლულები უკვე გაწერეს საავადმყოფოდან.