ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველო, თბილისი - 2021-03-15 11:30:00

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.

"ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22 , 24 საათის განმავლობაში მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის აცრა მოხდება.

კორონავირუსის ვაქცინით პირველი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ღია ეთერში აიცრა.