ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის კავშირი არ დასტურდება - თამარ გაბუნია

საქართველო, თბილისი - 2021-03-14 16:19:00

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის კავშირი არ დასტურდება.

მისივე თქმით, აღნიშნულ კავშირს უარყოფს ჯანმრთელობის მოსფლიო ორგანიზაციაც.

"დღეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს AstraZeneca-სა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, არ არსებობს და თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა.

თრომბოემბოლია ისედაც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მთელ რიგ დაავადებებთან და ასევე სხვა რისკ-ფაქტორებთან. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს AstraZeneca-ს ვაქცინასა და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე მაქვს საუბარი, არ ადასტურებს," - აცხადებს თამარ გაბუნია.