13 მარტს, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 2021-03-12 15:20:00

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 13 მარტს, გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე („ფრესკოს“ მიმდებარედ) ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. 

კონსტანტინე ლესელიძის (VI – VIII მიკრორაიონების გამყოფ) ქუჩაზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ორი ქუჩის სანიაღვრე სისტემის ერთმანეთთან დაერთება მოხდება.