კრისტიან დანიელსონსა და სალომე ზურაბიშვილს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2021-03-12 10:09:00

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და შარლ მიშელის წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას ასევე ესწრება ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

კრისტიან დანიელსონი, 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დღეს დილით ეწვია.

პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.