ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს გამარჯვებას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 2021-03-11 23:46:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავს.

"ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ლეგენდარულ ჩოგბურთელთან როჯერ ფედერერთან ისტორიულ გამარჯვებას!", - წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5.

ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ტაილორ ფრიცი იქნება. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.