საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიესალმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნას. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მივესალმები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში კრისტიან დანიელსონის მედიატორად დანიშვნას. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროპა საქართველოს სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის მუშაობს განაგრძობს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ორივე მხარეს, ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენონ და იმუშაონ დეპოლარიზაციის მისაღწევად", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
I welcome the appointment of @DanielssonEU to mediate talks between the gov and the opposition. This is a strong sign that Europe continues to work for stability and democratic development in 🇬🇪. I once again call on both sides to put country first and work toward depolarization.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 10, 2021
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში პირად წარმომადგენლად დანიშნა.
გავრცელებული ცნობით, დანიელსონი თბილისისკენ უკვე გამოემგზავრა.