თაბარ გაბუნია ვაქცინაციის თემაზე ბრიფინგს გამართავს

საქართველო, თბილისი - 2021-03-05 17:25:00

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციის თემაზე ბრიფინგს გამართავს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"5 მარტს, 18:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია COVID ვაქცინაციის თემაზე ბრიფინგს გამართავს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.