უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 9.8 ათასი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული

საქართველო, თბილისი - 2021-03-04 22:04:00

2020-2021 სასწავლო წელს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 9.8 ათასი პროფესორ-მასწავლებელია დასაქმებული.

"საქსტატის" მონაცემებით, მიმდინარე სასწავლო წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 1 %-ით შემცირდა.

"პროფესორ-მასწავლებელთა 55.3% არის ქალი, ხოლო 44.7% - კაცი. მათი უდიდესი ნაწილი, 39.2% არის ასოცირებული პროფესორი"

საქსტატის მონაცმებით, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებს, რომელთაგან 19 სახელმწიფო და 45 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 60.9% ქალაქ თბილისშია.