უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 2021-03-04 11:30:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დევნილებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. 

სამოქმედო გეგმას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. 

"მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 23 000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი. აღნიშნული გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩვენ დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.