სი ძინპინი ირწმუნება, რომ ჩინეთმა უკიდურესი სიღარიბე სრულად აღმოფხვრა

საქართველო, თბილისი - 2021-02-25 11:08:00

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ირწმუნება, რომ ქვეყანამ უკიდურესი სიღარიბე სრულიად დაამარცხა.

ძინპინის თქმით, ბოლო 8 წლის განმავლობაში, სოფლად მცხოვრებმა 98.99 მილიონმა ადამიანმა უკიდურესი სიღარიბე დაძლია.

მისივე განცხადებით, 832 რეგიონი და 128 ათასი სოფელი უკვე ამოირიცხა ღარიბი დასახლებების სიიდან.

"ჩინეთის მთავრობამ ამისთვის 1.6 ტრილიონი იუანი დახარჯა [დაახლოებით 246 მლრდ დოლარი]. ჩინეთა შექმნა კიდევ ერთი სასწაული, რომელიც ისტორიაში დარჩება", - განაცხადა ძინპინმა.

სი ძინპინმა სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა 2013 წელს გამოაცხადა და ამ მიზნის შესრულება 2020 წლის ბოლოსთვის განსაზღვრა.

ფოტო: AP