დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

საქართველო, თბილისი - 2021-02-25 09:19:00

დღეიდან, 25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად დაწესებული შეზღუდვების შერბილების კიდევ ერთი ეტაპი ამოქმედდა.

გარდა ამისა, შაბათ-კვირას მუშაობას განაახლებს მუნიციპალური ტრანსპორტი. ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.