ჩინეთმა ქვეყანაში BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა

საქართველო, თბილისი - 2021-02-11 22:43:00

ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე BBC World News-ის მაუწყებლობა აკრძალა.

ჩინეთმა ასე უპასუხა ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს, Ofcom-ის გადაწყვეტილებას ჩინური გლობალური სატელევიზიო ქსელის, CGTN-ის მაუწყებლობის აკრძალვას. 

კომუნისტური პარტიის მმართველობის ქვეშ მყოფი ჩინეთი, თავის გადაწყვეტილების ხსნის იმით, რომ "BBC-ი სანდოობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს არღვევდა".

მართალია, ჩინური სატელევიო-საკაბელო კომპანიები მომხმარებლებს არხების ჩამონათვალში BBC World News-ს მანამდეც არ სთავაზობდნენ, მაგრამ სასტუმროებში ბრიტანული მაუწყებელი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო.

შეგახსენებთ, Ofcom-მა CGTN-ის მაუწყებლობა 4 თებერვალს აკრძალა.