ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ქვეყანაში კიდევ 16 რუსულენოვანი ტელეარხი აკრძალა. ამის შესახებ Twitter-ზე მედიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინში წერს.
აკრძალვას დაექვემდებარა შემდეგი არხები: REN TV Baltic-ი, Karusel International-ი, "НТВ სერიალი", "НТВ სტილი", "НТВ სამართალი", "კინომიქსი", "ჩვენი ახალი კინო", "მშობლიური კინო", "ინდური კინო", "კინოკომედია", "კინოსერია", "КВН ТВ", "სამზარეულო ტვ", "კრივი ტვ", HD Life.
"იმისათვის, რომ დავიცვათ ლატვიის საინფორმაციო სივრცე, NEPLP მთელი სიმკაცრით გააკონტროლებს ყველა პროგრამას და თუ მსგავს შემთხვევებს აღმოაჩენს, შესაბამისად იმოქმედებს", - წერს აბოლინში.
NEPLP šorīt pieņēma lēmumu izslēgt no Latvijā retranslējamo programmu saraksta 16 programmas, tajā skaitā REN TV Baltic un NTV Mir Baltic.
— Ivars Āboliņš (@Ivars_Abolins) February 9, 2021
Lēmums pieņemts, jo nav izdevies iegūt informāciju, ka Latvijā šīs programmas vispār kāds pārstāvētu.
გუშინ, ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ "Россия-РТР"-ის მაუწყებლობა აკრძალა.
რუსული ტელეკოპმანიის მიმართ შეზღუდვის პროცედურის ამოქმედების საკითხი გასული წლის ზაფხულში დაისვა, როდესაც ტელეკომპანიის ეთერში სიძულვილის გაღვივების მცდელობას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, გადაცემაში "60 წუთი" უკრაინა ტერორისტული სახელმწიფოდ იყო მოხსენიებული, ხოლო ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო - ტერორისტად.