რომის პაპმა ფრანცისკემ ეპისკოპოსთა სინოდის გენერალური მდივნის მოადგილედ, ისტორიაში პირველად, ქალი დანიშნა.
და ნატალი ბეკარტი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს რომის კათოლიკური ეკლესიის ორგანოში, რომელიც განიხილავს ყველაზე საკამათო და მნიშვნელოვან საკითხებს და პონტიფიკოსს რჩევებს აძლევს.
ნატალი ბეკარტი სინოდთან თანამშრომლობს როგორც კონსულტანტი 2019 წლიდან.
სინოდის მდივნის კიდევ ერთ მოადგილედ ასევე დაინიშნა ლუის მარინ დე სან მარტინი, მღვდელი ესპანეთიდან.
#PopeFrancis appoints two new Under-Secretaries to the General Secretariat of the Synod of Bishops: Sr Nathalie Becquart and Fr Luis Marín de San Martín.https://t.co/7v6jcf2i2n
— Vatican News (@VaticanNews) February 6, 2021
სინოდის გენერალურმა მდივანმა, კარდინალმა მარიო გრეხმა განაცხადა, რომ ქალის ამ პოზიციაზე დანიშვნით "კარი გაიღო".
მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება გამოხატულებაა პაპის ნება-სურვილისა "ეკლესიაში გადაწყვეტილების მიღებისა და განჭვრეტის პროცესში ქალთა უფრო მეტი მონაწილეობისა".
შეგახსენებთ, ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით, რომის პაპმა კათლიკური ეკლესიაში ქალთა უფლებები გააფართოვა. გასულ თვეს, პაპმა ქალებს ზიარების პროცესიასა და საკურთხეველში მსახურების უფლება მისცა.
გასულ წელს, რომის პაპმა 6 ქალი დანიშნა საბჭოში, რომელიც ვატიკანის ფინანსებს აკონტროლებს.