მსოფლიოში Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეში 4.25 მლნ აცრა ტარდება

საქართველო, თბილისი - 2021-02-02 18:39:00

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა. მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი აქვეყნებს.

ინფორმაცია მსოფლიოს 64 ქვეყანაში მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამის მონაცემებს  ეფუძნება.

გამოცემის ინფორმაციით, მსოფლიოში დღის განმავლობაში 4.25 მლნ აცრა ტარდება. 

ყველაზე მეტი აცრა, 32.8 მილიონი დოზა, შეერთებულ შტატებში ჩატარდა. სულ მცირე - 6.08 მილიონმა ადამიანმა ამერიკაში უკვე ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

ჩინეთში 24 მლნ ვაქცინის დოზა გაკეთდა, ევროკავშირში 12 714 646 მლნ, ხოლო დიდ ბრიტანეთში 9 790 576 მლნ დოზა.

ვაქცინაციის პროგრამა ყველაზე სწრაფად ისრალეში მიმდინარეობს, სადაც ყოველი 100 ადამიანიდან 55 უკვე მიიღო ვაქცინის დოზა.