ორმაგ ტერაქტს ბაღდადში 32 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2021-01-21 19:21:00

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორმაგი ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, 110 კი დაშავდა.

ორმაგი ტერაქტი დღეს დილით ელ-ბაბის რაიონშო, ერთ-ერთ ბაზარში მოხდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტებმა აამოქმედეს.