ხარკოვში, მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს 15 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2021-01-21 19:18:00

ხარკოვში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშვლებმა ხანძრის ლოკალიზება მოახერხეს. დაშავდა 11 ადამიანი.

ორსართულიან შენობაში ცეცხლი დაახლოებით ორი საათის წინ გაჩნდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.