სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის - იუსტიციის სამინისტრო

საქართველო, თბილისი - 2021-01-21 14:49:00

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.