"დღეს ისტორიისა და იმედის დღეა" - ზურაბიშვილი ბაიდენსა და ჰარისს თანამდებობის დაკავებას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 2021-01-21 14:11:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

"დღეს ისტორიისა და იმედის დღეა. ბრიუსელიდან, სადაც ვისაუბრებ საქართველოსა და ევროატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე, მინდა გულწრფელად მივულოცო პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. 

დღეს აშშ-ს, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი დემოკრატიისა და თავისუფლების ქვაკუთხედის ლიდერობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია!", - წერს სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ "ტვიტერზე".