კამალა ჰარისმა ფიცი დადო

საქართველო, თბილისი - 2021-01-20 20:45:00

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტად არჩეულმა კამალა ჰარისმა ფიცი დადო. 

კამალა ჰარისის ფიცი ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ სონია სოტომაიერმა ჩაიბარა.

კამალა ჰარისი შეერთებული შტატების პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია.

ვაშინგტონში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს.